თუ საქართველოში რუსული გავლენები არ შემცირდება, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს სერიუზული სანქციები დაეკისრება – ხატია დეკანოიძე

ამერიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინის წერილს “ნაციონალურ მოძრაობაში” გამოეხმაურნენ. ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ საქართველოში რუსული გავლენები არ შემცირდება, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს სერიოზული სანქციები დაეკისრება.

“ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, კონგრესმენებს ძალიან კარგად ესმით, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების ნება არ იქნება გადათარგმნილი საარჩევნო ყუთებთან და ხმის მიცემის პროცესი არ იქნება თავისუფალი, მაშინ სანქციების პაკეტი, რომელიც დარეგისტრირებულია, 14/61 აქტი, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია კონგრესში და უკვე არის ორპარტიული დოკუმენტი, ამ სანქციების პაკეტში შევა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი თავისი ფინანსური კაპიტალის დაბლოკვით, აქ უკვე შევლენ ყველა ის ჩინოვნიკები, ანუ ოლიგარქიული პოლიტიკური ისჩებლისმენტის წარმომადგენლები, ვინც ხელს უშლიან დემოკრატიას,”- აცახდებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაკვეინ მალინმა, საავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარია, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლებისთვის 300 ლარი
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პანდემიასთან გამკვლავების პროცესში ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს