“თუ [საქართველოში] არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზომების მიღებას გავაგრძელებთ”-კარპენტერი

“თუ [საქართველოში] არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზომების მიღებას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი, მაიკლ კარპენტერი საუბრობს. ეს განცხადება მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა აკეთებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან 180 გრადუსით დაშორებაა. თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზას – სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, უცხოელ აგენტებზე კანონის აღსრულებას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ევროკავშირსა და NATO-ში მალე არ შევლენ და ჩვენ განვაგრძობთ ზომების მიღებას, რომლებიც გვაქვს ჩვენი სავიზო პოლიტიკისა და გლობალური მაგნიტსკის სანქციების მიმართ, რომლებიც ეკისრებათ მათ, ვინც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს.

არ შეიძლება იყოს ამხელა უფსკრული ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მისწრაფებასა და იმას შორის, რასაც ამჟამად ხელისუფლება აკეთებს. მინდა, ვიყო აბსოლუტურად მკაფიო. ის, რასაც ადგილზე ვხედავთ, მიუღებელია”, – ამბობს კარპენტერი.

banner
წინა სტატიაშიდაწყევლილი 1992 წელი იდგა-32 წლის წინ გაგრა დაეცა!
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს ტერაქტის შედეგად დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე