თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ რუსეთი მისი ყველაზე დიდი პრობლემაა, ლოგიკურად უნდა თვლიდეს, რომ ჩინეთიც პრობლემაა – ლინკოლნ მიტჩელი

რუსული კანონის გავლენები და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის რისკები – მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია. საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე უცხოელი და ქართველი ექსპერტები ამბობენ , რომ ქართული ოცნება ღიად ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს, ამ პროცესების მთავარი აქტორი კი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.

ვფიქრობ, ეს არის საქართველოში დემოკრატიის კრიზისის მომენტი. ეს კანონი უცხოური გავლენის შესახებ არის თავისთავად ცუდი კანონი თავისი შინაარსით, რადგან ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე ის გამოხატავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას, რაც ცუდია დემოკრატიისთვის.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო,. ჩინეთი რუსეთის უახლოესი პარტნიორია. ამიტომ, თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ რუსეთი მისი ყველაზე დიდი პრობლემაა, ლოგიკურად უნდა თვლიდეს, რომ ჩინეთიც პრობლემაა. ჩინეთთან შესაძლოა კონტაქტები გქონდეს, ბიზნესს აკეთებდე, მაგრამ ჩინეთზე დამოკიდებული არ უნდა გახდე. საქართველოს ეს მთავრობა კი გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობით, ვიდრე შეერთებულ შტატებთან, რაც ძალიან სამწუხაროა.

მე ბიძინა ივანიშვილთან 2011 და 2012 წელს მქონდა ურთიერთობა და მას შემდეგ კონტაქტები აღარ მქონია. თუმცა, მის შესახებ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: მისთვის ყველაფერი პირად ურთიერთობებამდე დადის. მისთვის მნიშვნელობა აქვს, ვინ გააბრაზა ის გუშინ, ვინ ილაპარაკა მასზე ცუდი გუშინწინ. ამიტომ, ჩვენ ვერ გავიგებთ, თუ რატომ აიღო საქართველოს მთავრობამ ეს მიმართულება, თუ ბიძინა ივანიშვილის ხასიათს არ გავიგებთ. იმის გამო, რომ ბიძინას არ უკავია არანაირი თანამდებობა, მაგრამ სწორედ ის არის ძალაუფლების წყარო, ქართულ ოცნებაში ყველა ცდილობს, რომ მასთან ახლოს იყოს. ეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომაც არის, რომ ბიძინამ მოიშორა ყველა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანი არ იყო და იმ ხალხის გარემოცვაშია, ვისაც მასთან სიახლოვე აინტერესებს მხოლოდ” ამბობს კონფერენციის მონაწილე, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი.

“საქართველოს რა თქმა უნდა შეუძლია ჩინეთთან ურთიერთობები დაამყაროს, მაგრამ ამავე დროს ამას უნდა მიუდგეს რეალისტურად, რათა არ გახდეს დამოკიდებული მასზე. ანაკლიის პორტი ჩინეთისთვის არის სტრატეგიული ინტერესი, კერძოდ კი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები სურს გადაიტანოს რუსეთიდან სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მისი აზრით უფრო სანდონი არიან და ეს განსაკუთრებით გამოადგება დასავლეთთან ომის შემთხვევაში.” ამბობს მკვლევარი, “სინოფსისის” დამფუძნებელი მარტინ ჰოლა.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – ევროსაბჭოში იმართება დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე – ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს!
შემდეგი სტატიაბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება – საფრანგეთის საელჩო