გერმანიას მილიონი რეზერვისტი სჭირდება, რათა მოსალოდნელ ომს გაუძლოს და ქვეყანა დაცული იყოს, – ამის შესახებ გერმანელ რეზერვისტთა კავშირის თავმჯდომარემ პატრიკ ზენსბურგმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიის სრულმასშტაბიანი დაცვისთვის საჭირო იქნება 300-დან 500 ათასამდე ჯარისკაცი, ხოლო რეზერვისტთა რიცხვი სამჯერ მეტი უნდა იყოს. ამ დასკვნის გაკეთებისას ის ნატო-ს შეფასებებს დაეყრდნო, სადაც განაცხადეს, რომ მოსალოდნელ ომში აღმოსავლეთის ფრონტზე ცოცხალი ძალის დანაკარგი ყოველდღიურად 5.000 ჯარისკაცი იქნება.
ზენსბურგის თქმით, ბუნდესვერის მთავარი პრობლემა რასაკმარისი კადრებია, ამაზე კი გერმანელი პოლიტიკოსები ისევ თვალს ხუჭავენ, რადგან ამომრჩევლის ეშინიათ, რომლებსაც პირდაპირ და ღიად უნდა განუცხადონ, რომ : “სამხედრო ვალდებულების გარეშე ჩვენ ვერ გადავჭრით ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებს და წავაგებთ ომს”.
შეგახსენებთ, გერმანიამ სამხედრო სავალდებულო სამსახური 2011 წლის ივლისში გააუქმა.