თუ სამართალს არ ემსახურება ეს ხელისუფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი – მიტროპოლიტი იობი

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, იობ აქიაშვილმა “ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ “თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ეს ხელისფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი”.

ჟურნალისტი: “მზია ამაღლობელის ამბავს გაიგებდით, სილის გაწვნის გამოა ქალი დაჭერილი, მეუფეო”

მიტროპოლიტი იობი: “ქალბატონის მიმართ არ უნდა გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება, ახლა…”

ჟურნალისტის შეკითხვაზე პროევროპული აქციების დროს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ, რუსისა და ურბნისის მიტროპოლიტმა უპასუხა:

მიტროპოლიტი იობი: “ერთ-ერთი წმინდანი ბრძანებს, ნეტარი ავგუსტინე, თუ ხელისუფლება სამართალს და სიმართლეს არ ემსახურებაო, ავაზაკთა ჯგუფი არისო. აქედან გამომდინარე, მე უკვე ზოგადად ვთქვი, თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ეს ხელისფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი”.

banner
წინა სტატიაშიუწყვეტი პროტესტის 364-ე დღე რუსთაველის გამზირზე
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს