თუ სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში მთავრდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია

პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებაც უპასუხა სტუდენტების კითხვებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება.

“თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, ეს აზრი პროგრესულია, თუ რეგრესული.
მეორე: ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ამ თემებს არ მოხედავს არამხოლოდ ადამიანის უფლებები ზარალდება, არამედ იწყება სახელმწიფოს დასასრული.
სახელმწიფო გასაფრთხილებელია და როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში მთავრდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, ამიტომ ეს უნდა გვქონდეს ძალიან ზუსტად გააზრებული. ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს. ამ დათქმის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა”, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიჩემი ვეტოები იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ინსტიტუტები
შემდეგი სტატიაქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული