თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს – ხოშტარია მაჩალიკაშვილზე

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება. ხოშტარიასთვის გაუგებარია, რატომ არ აკავებენ მაჩალიკაშვილს, თუ სუს-ს დანაშაულის მტკიცებულებები გააჩნია.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სპეცოპერაციასთან და თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია, თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედებაა ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან გვაქვს საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული”,- განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის არის კერძო დავა და გადაწყდება ისე, როგორც ნებისმიერი კერძო დავა უნდა გადაწყდეს” – კობახიძე რ2-ის წინააღმდეგ მორიგ სარჩელზე
შემდეგი სტატია“საფუძველი მაინც არსებობს, რომ ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი,” – კალაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს