“თუ სადმე გამოჩნდება წნეხი და ზეწოლა “რესპუბლიკური პარტიის” მოხელეების მიმართ, კონტრ ზომებსაც მივიღებთ,”

რესპუბლიკურიპარტიის ლიდერები თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ხვდებიან დაარჩევნების სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ამ დრომდე უცნობი რჩება თუ როდის დატოვებენ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს. შეხვედრებზე რეგიონებში მიმდინარე პროცესებსაც განიხილავენ. სენაკში რესპუბლიკური პარტია 25-მა წევრმა დატოვა.

ამ ფაქტს დღეს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზოგი ტოვებს მათი პარტიის რიგებს, ზოგიც კი უერთდება რესპუბლიკური პარტიას.

„სენაკში ნამდვილად პარტიის წევრთა ერთმა ნაწილმა, რომლებიც არც თუ მთლად რიგითი თანამშრომლები არიან პარტიის, უპარტიო თანამდებობები არჩიეს პარტიულობას. თუ სადმე გამოჩნდება რაიმე წნეხი და ზეწოლა, რესპუბლიკური პარტიის მოხელეების მიმართ, საჯარო მოხელეების მიმართ პარტია იქნება ძალიან მკაფიო, მკვეთრი შემფასებელი და არა მარტო შემფასებელი, კონტრზომებსაც მივიღებთ,“-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ხათუნა სამნიძე კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და აცხადებს, რომ სიის ფორმირების პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაშისტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაელისაშვილმა თბილისში ველო-ტრანსპორტის განსავითარებლად, პროექტის პრეზენტაცია გამართა