თუ სადმე გადაცდომას აქვს ადგილი, უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2019 10:14

თუ სადმე გადაცდომას აქვს ადგილი, უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად

თუ სადმე რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იქნება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია.

„ვფიქრობ, ეს აბსურდული ბრალდებაა ზოგადად, რადგან მმართველ გუნდს ზუგდიდში ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. გეგა არის ძალიან წესიერი ადამიანი, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და არის თავისი საქმის პროფესიონალი, ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ძალიან აბსურდული ბრალდებები, მაგრამ თუ სადმე რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იქნება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებული თანაბრად და ობიექტურად“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 15, 2019 10:14

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


6,751
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics