,,თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამით მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდებათ, კეთილი ინებონ და დაამატონ”

თბილისის მერი აცხადებს, რომ თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდება, დაამატონ, რადგან ეს რეგულაცია ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.
“ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პრობლემებზე. რომ არის საცობები, არის ეკოლოგიური პრობლემა და შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება, ვთვლი, რომ პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ჩვენ ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება რეგულაციების განხორციელება, რომელიც ჩვენ მიერ არის წარმოდგენილი. ანალოგიური გავაკეთეთ ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებაში. კონკრეტული ქუჩებია მითითებული, სადაც ისინი ვალდებულები არიან მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ. ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით. მათ აქვთ ვალდებულება ღამის საათებში გაიტანონ ნარჩენები. იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით. არა მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებობ, დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე, ადამიანების კომფორტზე. საცობები და შეფერხებები რომ ავიცილოთ, ეს რეგულაცია ერთ-ერთი კომპონენტია”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიის საერთო შენობისთვის დამატებით 12 მილიონს ითხოვენ
შემდეგი სტატიაბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად, დამატებით ერთი თვე მიეცემათ