ბავშვთა პედიატრი თემურ მიქელაძე მზადაა, პროფესორ გოგი ჩახუნაშვილს თავდებში ჩაუდგეს. ამის შესახებ მედიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
გოგი ჩახუნაშვილი ჩემი მასწავლებელია. ვიმედოვნებ, რომ ყველფერი გაირკვევა. თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები, – წერს მიქელაძე.
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.


















