თუ რუსთავი 2 ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეჭვს გამოიწვევს – იან კელი

იან კელი

“ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.”

ეს განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში გააკეთა. სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იან კელიმ ვრცლად ისაუბრა. კითხვაზე, როგორ უნდა გაერკვეს საზოგადოება რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკური პროცესია, თუ კერძო დავა, ელჩმა აღნიშნა, რომ ის არის დიპლომატი, არ არის ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელი და ამომრჩეველი.

“ამიტომ არ იქნება სწორი, სასამართლო პროცესის სამართლებრივ ბუნებაზე ვისაუბრო, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს – იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ
შემდეგი სტატია,,ჩვენი პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია”