“თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა…იმედი გაათავისუფლოს” – ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ფეისბუქით” ეხმაურება:

“ნიუტონის III კანონი ქართულ მედია სივრცეში – პროპაგანდა წარმოშობს იგივე სიდიდის კონტრ-პროპაგანდას. რომელია პირველადი და რომელი მეორადი, ამაზე ვერ შევთანხმდებით. ჯობია არც ერთი არ იყოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რუსთავი-2-ის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ისე, ხელისუფლებას ვურჩევდი – თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა, ათასგვარ მამაძაღლობაზე კი არ იფიქროს, იმედი გაათავისუფლოს. ნიუტონის ზემოთაღნიშნული კანონის შესაბამისად რუსთავი-2-ის ქმედებაც შემცირდება.
პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი ხელისუფლება ფიზიკის კანონებს არ აღიარებს.” წერს ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაში“გეშინოდეთ გათიშული “რ2-ის”…მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურესს”
შემდეგი სტატია“რუსთავი2-ზე მორიგი თავდასხმა დიდი ხნით ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროინტეგრაციის კუთხით” – სალომე სამადაშვილი