თუ „რუსთავი 2“ გაქრება, ვითარება უფრო გაუარესდება

„საქართველოში არსებობს პლურალიზმის პრობლემა,“ – ასე აფასებს „რუსთავი 2“-თან საუბრისას ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი საქართველოში არსებულ პლურალურ გარემოს.

რებეკა ჰარმსი აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“ სამოქალაქო საზოგადოებას პოზიციების გამოხატვის თავისუფლებას აძლევს და სამაუწყებლო კომპანიის გაქრობით, ვითარება გაუარესდება.

„ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოში არსებობს პლურალიზმის პრობლემა. არის პრობლემა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ჰქონდეს წვდომა მედია ლანდშაფტთან. თუ „რუსთავი 2“ გაქრება, ვითარება უფრო გაუარესდება. მე ველაპარაკე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ისინი თანხმდებიან, რომ საქართველოში პლურალიზმის იდეა არ არის სერიოზულად დაცული,“ – აცხადებს რებეკა ჰარმსი.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილი ფოტოები – ახალი მტკიცებულებები გატაცებული ჟურნალისტის საქმეში
შემდეგი სტატიამუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები არის ტვირთი ქვეყნის იმიჯისთვის – ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი