“თუ რუსეთის ექნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, მზად ვართ, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები”

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში პროგრესის შემთხვევაში, საქართველო რუსეთთან შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.

ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს.

“სამწუხაროდ, არანაირი პროგრესი არ არის ყველაზე რთული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, რაც დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობს აღდგენასთან. თუ რუსეთის მხარეს ექნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები ამ ყველაზე რთული პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად. უნდა დაიწყოს პროცესი”,- აღნიშნა აბაშიძემ.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მიმდინარე ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების შუამდგომლობა უგულავასა და “კაბელების” საქმის სარჩელის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს