“თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ ძლიერი სანქციები”– რესპუბლიკელი სენატორი გრემი

“თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ ძლიერი სანქციები”– რესპუბლიკელი სენატორი გრემი.

„მე კონგრესს შევთავაზებ სანქციებს, რომლებიც შეზღუდვებსა და ტარიფებს დააწესებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ საქონელს, მათ შორის ნავთობს, გაზსა და ურანს ყიდულობენ”- აღნიშნა გრემმა,-ინფორმაციას ალფა/ სიხშირე ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

banner
წინა სტატიაშიზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინა
შემდეგი სტატია“მივესალმები ჯედაში მიღწეულ პროგრესს. ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა”-ემანუელ მაკრონი