ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას თქმით, ნარატივი, რომ ესტონეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა, „ყალბი ამბავია“. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“სინამდვილეში ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით ჩვენს შესაძლებლობებს. ვფიქრობ, ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უკვე გვაქვს თავდაცვის ახალი გეგმები და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ არ ველოდებით. თუ რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრება, წინააღმდეგობის დაწყებით ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანთ”, _ განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან შეშფოთება გამოთქვა „პოლიტიკურ ნებასთან“ დაკავშირებით.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ევროპით, მზადაა თუ არა ევროპა, მიიღოს გადაწყვეტილება, დადგეს, გაძლიერდეს“, – აღიარა მინისტრმა.
გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ყოველგვარი გეგმის გარეშე მოლაპარაკებების წარმოებას შეცდომა უწოდა.

















