თუ რუსეთი ოკუპირებულ ქალაქებში აღლუმს გამართავს, უკრაინაში 9 მაისს შეიძულებენ – ზელენსკი

თუ რუსეთი ოკუპირებულ ქალაქებში აღლუმს გამართავს, უკრაინაში 9 მაისს შეიძულებენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში 9 მაისს შეიძულებენ, თუ რუსეთი ამ დღეს ოკუპირებულ ქალაქებში აღლუმებს გამართავს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხ BFM TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ არ გვეშინია 9 მაისის. ჩვენ მშვიდად ვიღებთ იმას, რომ რუსეთმა შეიძლება მოამზადოს რაღაც სპეციალური სამხედრო მოქმედებები გამარჯვებისთვის, თითქოს ეს მათთვის გამარჯვებაა და ეს ყველას აჩვენოს 9 მაისს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ რუსეთის გეგმავს აღულმების გამართვას ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, უკრაინის სხვა ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის დიდი შეცდომა, დიდი შეცდომა რუსეთის ფედერაციის ისტორიაში, ისევე როგორც ბრძოლა რუსული ენისთვის – როდესაც რუსული ენის გამო კლავდნენ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ხალხის უმეტესობა რუსულენოვანი იყო”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა ამის გამო აღმოსავლეთში უკრაინაში სიძულვილით უყურებენ ყველაფერს, რაც რუსულია: “ასეთივე პრობლემა იქნება 9 მაისის გამო. ეს ისევ რუსეთის დიდი შეცდომაა”.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – აშკარაა, „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას
შემდეგი სტატიაღუდუშაური – დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია სათანადოდ დააფასებს