თუ რუსეთი-NATO-ს ომი დაიწყება, უკრაინასთან ომის მსგავსი არ იქნება… – გენერალი ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და ნატოს შორის ომი დაიწყება, ის არ იქნება უკრაინასთან რუსეთის მიერ დაწყებული ომის მსგავსი და რუსული ფლოტი პირველ რიგში და სამუდამოდ განადგურდება:

„კალინინგრადსა და სევასტოპოლს პირველივე საათებში გავანადგურებთ“ — რუსეთისა და NATO-ს ომი არ იქნება მსგავსი რუსეთისა და უკრაინის ომის დასაწყისის”;

„თუ რუსეთი 2025 წელს პოლონეთს ისე შეუტევდა, როგორც შეუტია უკრაინას, მას უბრალოდ გაანადგურებდა NATO-ს საჰაერო და სახმელეთო ძალები. კალინინგრადი პირველივე საათებში ლიკვიდირებული იქნებოდა. პირველივე საათებში — კალინინგრადი აღარ იარსებებდა. ყველა რუსული ობიექტი განადგურებული იქნებოდა. სევასტოპოლში არსებული ნებისმიერი რუსული სამხედრო ობიექტიც — ასევე. ამიტომ პირდაპირი შედარებები ამ შემთხვევაში უადგილოა,“ — აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

banner
წინა სტატიაში2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიათურქეთი vs საქართველო – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე