თუ რუსეთი მზადაა მიგვიღოს, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ – გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა, ალან გაგლოევმა ლიდერმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას პროცესისთვის არასაკმარის ფინანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონის შეერთების მზადყოფნა თუ იქნება, ისინი ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად ფულს ისესხებენ.

“ჩვენ მის (რეფერენდუმის) ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს”. – თქვა გაგლოევმა.

გაგლოევის თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 32.5 მილიონი რუბლი დაუჯდება, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაკანდიდატი ქვეყნების სტატუსი ივნისში განიხილება, ჩვენ ყველას ერთნაირად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ჩვენნაირი მხარდამჭერი არ არის – ესტონეთის პრემიერ-მინისტრი