აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ დაინახავს, რომ რომელიმე მხარე (რუსეთი და უკრაინა) მშვიდობის გზიდან გადაუხვევს და დარწმუნდება, რომ მშვიდობა არ სურს, “გასაოცრად მკაცრად” მოიქცევა და შესაძლოა, სანქციები ორივე ქვეყანას დაუწესოს, რადგან “ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება”.
მე უკრაინის გვერდით ვარ. ჩვენ ახლახან გავაფორმეთ დიდი შეთანხმება. იცით, მე მომხრე ვარ მკვლელობების შეჩერების, მაგრამ, ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. ეს სიმკაცრე, მათ შორის, სანქციები შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ გავრცელდეს, რადგან ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო.
პუტინმა ძალიან ნათლად მითხრა, უკრაინის დარტყმების გამო სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნებაო. მე ვუთხარი, რომ არ მომწონს ეს. ვუთხარი: რომ “არ ქნა. ეს უნდა შეაჩერო”, თუმცა, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი სიძულვილია რუსეთსა და უკრაინას შორის.
მე შევაჩერე ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და სურვილი მაქვს, რომ იგივე გავაკეთო რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში, ეს მოხდება. მე მჯერა ამის. თუ არ მოხდება ან დავინახავ, რომ ვიღაც ამ გზიდან გადაუხვევს… თუ რუსეთი გადაუხვევს, თქვენ გაოცდებით, როგორი მკაცრები ვიქნებით,” – განაცხადა ტრამპმა.