“თუ, რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?!” – ზელენსკი

„არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან, უსაფრთხოების გარანტიებზე ცალკე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ზელენსკი ასევე ამბობს, რომ მომლაპარაკებლებს, რომლებიც აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას განიხილავენ, დონბასის რეგიონში ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

„არსებობს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ხედვები – და ჩვენ არ გვაქვს ერთიანი შეხედულება დონბასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg News-ს.

ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადების ელემენტები საჭიროებს შემდგომ განხილვას რიგ მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებსა და ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან, უსაფრთხოების გარანტიებზე ცალკე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

„არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგორში შვილიშვილს, რომელმაც პაპა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს – მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია