თუ რომელიმე ადამიანი ფეხს ვერ აუწყობს ახალ რეალობას და დინამიკას, მისი შეცვლის საკითხი დადგება – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარლამენტში გუშინ ისე დასრულდა, რომ დაანონსებული საკადრო ცვლილებების საკითხი დეპუტატებს არ განუხილავთ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ცვლილებები ნამდვილად იქნება, როგორც პარტიულ, ისე სამთავრობო დონეზე, თუმცა ვინ დატოვებს თანამდებობებს და ვინ შეინარჩუნებს, ამის შესახებ ინფორმაცია ისევ გასაიდუმლოებულია.

მმართველ გინდში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ თანამდებობას დაემშვიდობება ყველა, ვინც მათ პოლიტიკურ გეგმებს არ დაეთანხმება.

„თუ რომელიმე ადამიანი იმ დინამიკას, იმ აბსოლუტურად ახალ რეალობას, რომელიც იქნება ინაუგურაციის შემდეგ, ანუ ახალი კონსტიტუციის პირობებში ფეხს ვერ შეუწყობს, ბუნებრივია, ასეთი ადამიანების შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან კარგი იქნება,“- ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული პირების შეცვლაზე სხდომაზე არ უმსჯელიათ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ მთავრობას ნდობა ცოტა ხნის წინ გამოუცხადეს და რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. თუმცა, კახიანის თქმითვე, შეხვედრაზე მენეჯმენტურ ცვლილებებზე, ასევე ახალგაზრდების გუნდში მოზიდვის აუცილებლობაზე ილაპარაკეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელზე თავდასხმა – ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაერთთვიანი ძებნის შემდეგ 24 წლის ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს