თუ როგორ დაიწყო დამოუკიდებელმა ქალბატონმა კანდიდატმა კამპანია, ადასტურებს, რომ ის კრემლზე მუშაობს – ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარი

სამოქალაქო სექტორი ამერიკაში შეხვედრებს განაგრძობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში ამერიკელ სპეციალისტებს ესაუბრა, საპრეზიდენტო კანდიდატების დისკრედიტებისკენ მიმართულ ორგანიზებულ კამპანიაზე, ასევე სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობაზე, მათ შორის, როგორც თავად აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც.

შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრის დროს ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ შეკითხვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ანდრეი პიონტკოვსკი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროპაგანდისა და კრემლისთვის მუშაობს.

„მზადება და ომიც რუსეთის მხრიდან უკვე იმ დროისთვის წლების დაწყებული იყო. თუ როგორ დაიწყო დამოუკიდებელმა ქალბატონმა კანდიდატმა კამპანია, ადასტურებს, რომ ის რუსულ პროპაგანდასა და კრემლზე მუშაობს. ვადევნებ თვალს ქართულ კამპანიას და მან ეს პუნქტი მოხსნა, რადგან მიხვდა, თუ რამდენად არაპოპულარული და უარყოფილი იყო ქართული საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, მას არჩევის არანაირი შანსი არ აქვს, რადგან ეს დარტყმა იქნება საქართველოსთვის,“- განაცხადა ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები აშშ-ში შეხვედრებს მართავენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს 10-15 ოქტომბერს 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს