“თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან არ გამოდიან, ნიშნავს, რომ ივანიშვილის ბოლო დაკვეთას ასრულებენ,”

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

საპარლამენტო უმცირესობაში კოალიციის შესახებ მსჯელობენ. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ უმრავლესობა და კოალიცია, ფაქტობრივად, დაშლილია.

“კოალიცია, ფაქტობრივად, დაშლილია, ქართული ოცნება გაბანკროტებული. ის, რომ ფორმალურ ერთიანობას ინარჩუნებენ, არაფერს ცვლის, ფაქტობრივად, პარლამენტმა ამ კვირაში ვერ იფუნქციონერა. უმრავლესობა, უმრავლესობა დაშლილია. თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან არ გამოდიან, ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ბოლო დაკვეთას ასრულებენ, რომ კოალიცია ფორმალურად მაინც არ დაიშალოს,”- განაცხადა სერგო რატიანმა.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კოალიციაში შემავალი ფრაქციები ცალ-ცალკე საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას ყოველდღიურად უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული” – უჩა ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატია“არაფერი დაშავდება, თუ ჩვენც დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას,”