,,თუ რამე სისხლის ბანკი არსებობდა, ყველამ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, მაგრამ საჭიროება არ იყო”

თუ რამე სისხლის ბანკი არსებობდა, ყველა ხელმძღვანელმა პირადად დამირეკა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ საჭიროება არ იყო, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.

იმედაძის თქმით, საჭირო იყო მხოლოდ ე.წ. თრომბო მასა, რომელიც არ ინახება და ორმა კლინიკამ გუშინ სასწრაფოდ დაამზადა.

ამასთან, იმედაძის ინფორმაციით, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე იყო ჩართული მედიკამენტებთან და მარაგებთან დაკავშირებით და გადამოწმებული იყო, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობდა.

”რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა სისხლი, გუშინდელი დღიდან, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად იყო გავლილი ყველა შესაძლო გართულებები და მასთან დაკავშირებული მედიკამენტები და სხვა საშუალებები, მარაგები. თუ რამე ბანკი არსებობდა, მე მგონი ყველა ხელმძღვანელმა პირადად დამირეკა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ვუთხარით, რომ საჭიროება არ იყო. საჭიროება გვქონდა მხოლოდ ე.წ. თრომბო მასის, რომელსაც ორმა კლინიკამ სასწრაფოდ დაამზადა. ეს არ მზადდება, არ ინახება და შემნახველი სისტემა არ არსებობს. იმაზე საუბრი, რომ სისხლი არ იყო არ შეიძლება. გამორიცხული იყო, რომ სისხლი არ ყოფილიყო. ბევრი ინციატივა იყო, რაიმე საჭიროება არსებობდა თუ არა დახმარების. შეიძლება კერძო ინიციატივა გამოიჩინა რომელიმე კომპანიამ”, – განაცხადა იმედაძემ.

იმედაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისთანავე პაციენტის ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს და რექს ტილერსონს შეხვდება