პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია ის დაასრულოს დღესვე – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, ბომბავს და კლავს უდანაშაულო ადამიანებს, მანამდე აშშ უკრაინის გვერდით იდგება.
ჯონ კირბის შეკითხვა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა:
“ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე იყო თავიდანვე. და თუ მას რაღაც არ მოსწონს, თუ რაღაც არ აკმაყოფილებს, არის ძალიან მარტივი გამოსავალი – გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი” თქვა კირბიმ.
კირბიმ, რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებებს, რომ კურსკის რეგიონში შეტევა დასავლეთის მიერაა კოორდინირებული, პუტინის პროპაგანდა უწოდა