თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია – რაქვიაშვილი

გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მთავრობა პრეზიდენტს ვიზიტებზე თანხმობას არ აძლევს.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სწორად იქცევა, როცა ამის მიუხედავად მაინც გეგმავს ვიზიტს და პირიქით, პრემიერს აქვს ასახსნელი, რატომ უშლის ხელს პრეზიდენტს.

„ალბათ, ფორმალურად ასეც არის (არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას, როცა თანხმობის გარეშე მიდის ვიზიტით), უბრალოდ, არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას. საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას, მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! [გაუგებარია] არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ხომ?! მერე კიდევ იქით დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას. მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მისცა, ლოგიკის მიმართულებას გადავხედავდი იმათ ადგილზე, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ხელისუფლებას სტატუსი არ უნდა – გვარამია
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის განცხადება