„თუ ქვეყანა არ მიიღებს და გადადგამს შესაბამის ადეკვატურ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაზიანდება.“ – გიგა ბოკერია

„ქართულ ოცნებას“ არ დავემსგავსები და ნებისმიერ შემთხვევაში ბრალდებას არ ვისვრი, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის რეპუტაციიდან გამომდინარე ეჭვები ყველას გვაქვს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მიერ ქართული კომპანიების დასანქცირებაზე დასმულ შეკითხვას.

„არ მინდა, რომ დავემსგავო „ქართულ ოცნებას“ და ნებისმიერ ვითარებაში უბრალოდ ბრალდება ვისროლო, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის რეპუტაციიდან გამომდინარე ეჭვები ყველას გვაქვს აპრიორი, იმიტომ რომ შემჩნეულები არიან ყველანაირ წესების დარღვევასა და ყველანაირ შარში გახვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეს არ ვიცი, ამიტომ არაფერს წინასწარ არ ვიტყვი, რაც შეეხება ქვეყნის რეპუტაციას, თუ ქვეყანა არ მიიღებს და გადადგამს შესაბამის ადეკვატურ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაზიანდება.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს, უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში
შემდეგი სტატია“იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს, უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას”-მიხეილ სააკაშვილი