“თუ “ქართული ოცნება” დარჩება ძალაუფლებაში, ჩაბარდება “წაგებულ” რუსეთსაც კი” – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახლაც ჩაბარებულია რუსეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ პოლიტიკას ახორციელებენ.
პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ “ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია, კონკურენტი არ გაუჩნდეთ რუსეთის კარზე.
როგორც არ უნდა დალაგდეს [“ქართული ოცნებისთვის”] ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გარანტია არის რუსეთი.
ამიტომ, მე ძალიან მეშინია, როცა საბოლოო ჯამში უკრაინა მიიღებს იმას, რაც მას აწყობს, აბსოლუტურ გამარჯვებაზე ლაპარაკი არ არის და აბსოლუტურ დამარცხებაზე ლაპარაკი არ არის, ამ სიტყვას არ ვიყენებ… ასეა თუ ისეა, რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდება სანქციები სულ ცოტა ევროკავშირიდან და დარწმუნებული ვარ, ტრამპი ახლა სულ ხომ არ იქნება, ამერიკაც ჩაჯდება უკვე დემოკრატიულ ჩარჩოებში, ამ ფონზე რუსეთს მომავალშიც არ ელოდება კარგი დღე. პუტინმა დღეს აღიარა, რომ კრიზისი არის, მაგრამ იმართება კრიზისი.
რისი თქმა მინდა, როგორც არ უნდა განვითარდეს პრობლემები, თუ “ქართული ოცნება” რჩება ძალაუფლებაში, ის პირობითად “წაგებულ” რუსეთთან არ დაიწყებს დისტანცირებას, პირიქით ჩაბარდება “წაგებულ” რუსეთსაც კი იმიტომ, რომ მისთვის ძალაუფლებაა მნიშვნელოვანი. ვიდრე პუტინი იქნება მმართველი და არამარტო პუტინი. ჩაბარებულები არიან დღესაც. ჩაბარდება იმას ნიშნავს, რომ რუსულ პოლიტიკას განახორციელებენ.
რა განცხადება გააკეთა პაპუაშვილმა უკრაინაზე და ევროკავშირზე – წაგებულებიო, სად არიან წაგებულები, მაგრამ მას სჭირდება ამის განცხადება, რათა თავის ამომრჩეველს და რუსეთს აჩვენოს, რომ ჩვენ ამ ნარატივში ვსხედვართ. მათთვის მთავარი არის, რომ არავინ კონკურენტი არ გაუჩნდეს რუსეთის კარზე,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


















