“თუ [“ქართული ოცნება”] ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს [ურთიერთობაზე]”-ბლინკენის მრჩეველი

“თუ [“ქართული ოცნება”] ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს [ურთიერთობაზე]”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი საუბრობს. მის კომენტარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს და აქვე წერს, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში “ქართული ოცნების” ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილი შეხვედრები “მათ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს” უკავშირდებოდა”.

“გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია “ქართულ ოცნებას” საქართველო მიჰყავს. ის ქვეყანას აშორებს იმას, რაც ქართველების უმეტესობას სურს – ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან. ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით…

თუ ისინი [“ქართული ოცნება”] გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და შეამცირებს ჩვენს [ურთიერთობებს]”, – აცხადებს სალივანი.

banner
წინა სტატიაში“მრავალი წელია თსუ-ში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას… დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის”-დიმიტრი საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიაროგორია პარტიების რეიტინგი – Edison Research-ის კვლევა 10-22 სექტემბერი