თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შესაძლოა, შემდეგ იგივე საქართველოშიც გააკეთოს- შტატებიდაან გამაფრთხილებელი სიგნალები მოდის

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შესაძლოა, შემდეგ იგივე საქართველოშიც გააკეთოს! – რუსეთ-უკრაინის ომიდან ორი წლისთავზე შტატებიდაან გამაფრთხილებელი სიგნალები მოდის.

სტივენ ფაიფერი, შტატების პრეზიდენტის ყოფილი თანაშემზე “ამერიკის ხმასთან” იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც წარმოადგენს რუსეთი რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ის საკითხია, რაც საქართველსო ნამდვილად უნდა აღელვებდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ყურადღებას ქართული ოკუპაციის გამოცდილებაზე ამახვილებს. ვაშინგტონი გვირჩევს ვისწავლოთ გაკვეთილები პუტინის მოქმედებებიდან.

არ ვიცი რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ისინი უფრო გაბედულები გახდებიან. ჯარის არსადგენად დრო დასჭირდებათ, მაგრამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მან რუსეთის ისტორიული მიწების აღდგენაზე ისაუბრა. ასე რომ, მაშფოთებს, თუ ის გაიმარჯვებს, რა იქნება მისი მომდევნო გეგმა. ამოიწურება მისი ამბიციები? ვფიქრობ რომ არა და მაწუხებს ის, რომ მისი ამბიციები შესძლოა, გავრცელდეს საქართველოზე, მოლდოვაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ასე, რომ მისი ამბიციების შეფაებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მისი გამარჯვება უკრაიანში ცუდი იქნება საქართველოსთვის, მოლოდვასთვის, ნატოსთვის, ამერიკისთვის. სწორედ ამიტომაა ამ ბრძოლაში უკრაინის გამარჯვება შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესი”, – ამბობს სტივენ ფაიფერი.

რა სჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის, – დეტალებით, ვაშინგტონიდან, ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე გვიერთდება.

banner
წინა სტატიაშიროგორი ამინდია მოსალოდნელი 25-28 თებერვლამდე
შემდეგი სტატიაალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია, ლუდმილა ნავალნაია ამბობს, რომ გამომძიებლები მისი შვილის ფარულად დაკრძალვას ცდილობენ