თუ პუტინი გაიმარჯვებს, თავს დაცულად ვერასდროს ვიგრძნობთ – ლიზ ტრასი

„თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს ვიგრძნობთ“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ტანკებითა და თვითმფრინავებით სრულიად ლეგიტიმური იქნება.

„ახლა ჩვენ ვხედავთ ევროპაში ჩადენილ საშინელ სამხედრო დანაშაულებს, რომლებსაც ადრე ვიმედოვნებდით, რომ წარსულს ჩაბარდა. შერიგება არ შეიძლება იყოს პასუხი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ამ დიდ ბრძოლაში თავისუფლებისთვის. პუტინი ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ჩვენი საზოგადოებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ რუსეთი შეაკავოს და უკრაინამ გაიმარჯვოს.

banner
წინა სტატიაში“ბორჯომთან” დაკავშირებით გვითხარით “ის სასიამოვნო ინფორმაცია” – რა პირობებით, რა პერიოდით გადაეცემა სახელმწიფოს და რა მოხდება სანქციერების დასრულების შემდეგ? – სამნიძე
შემდეგი სტატიასევეროდნეცკის სამხედრო ადმინისტრაცია – რუსი სამხედროები ქალაქის 2/3-ზე არიან ლოკალიზებული, განადგურებულია საცხოვრებელი სახლების 90%