თუ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ, ხისტი ვარ ალბათ, თუმცა გულწრფელი – პაპუაშვილი

“თუ თქვენ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ, ვარ ხისტი ალბათ. თუ თქვენ იმ სიმართლის პირდაპირ თქმას, რისიც მე მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, შეიძლება მე ვარ ხისტი. თუმცა, მე ამ ყველაფერში ვარ გულწრფელი და ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის სიტყვებში და თავის საქმეში. ის რასაც მე ვამბობდი აქამდე და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რომლისაც მე მჯერა, იქნება ის პირდაპირი დამოკიდებულება, რომელიც მე მექნება” – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ ხათუნა სამნიძეს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მას უთხრა, რომ მმართველ გუნდში ერთ-ერთია, ვინც ყველაზე ხისტი განცხადებებით გამოირჩევა.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი პაპუაშვილს – გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს
შემდეგი სტატიაადამიანის შემოთავაზება თავმჯდომარედ, რომელსაც არ ჰყოფნის თავშეკავება, ფიზიკურად არ იძალადოს კოლეგაზე, შეურაცხყოფაა – სამადაშვილი პაპუაშვილზე