თუ პრეზიდენტი პირველ სხდომას არ იწვევს, პარლამენტი ვერ იკრიბება – ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია იმ პროცედურას განმარტავს, რაც პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას უკავშირდება. პოლიტიკოსის თქმით, თუ პრეზიდენტი პირველ სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ამასთან, ბესელია არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუცია სათავისოდ გადაწეროს და წაიკითხოს.

პრეზიდენტი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. პრეზიდენტს აქვს პირველი სხდომის მოწვევის უფლება, იქამდე არის გასაჩივრების ეტაპები. ვიდრე არ დასრულდება ყველა გასაჩივრება, ცესკო ვერ შეაჯამებს ამ ოქმს და შემაჯამებელი ოქმიც ალბათ გასაჩივრდება სასამართლოში. ამის შემდგომ მოხდება საბოლოო ოქმის უკვე გადაგზავნა პარლამენტისთვის, რომ არ არის 100 დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი გადაწყვეტილი და თუ პრეზიდენტი არ იწვევს ამ სხდომას, ვერ იკრიბება ისე პარლამენტი, ეს წერია კონსტიტუციაში და თუ კონსტიტუციასაც ისე წაიკითხავენ და ისე გადაწერენ, როგორც ციფრები გადაწერეს, არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს, – ამბობს ბესელია.

26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა პრეზიდენტმა არ აღიარა. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს რუსეთის საქართველოში შემოსვლის აღიარებას ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს ტყუილსა და ქვეყნის არევის მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ენჯეოები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის – ეს ძალები უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე