,,თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ინიცირებულ საკითხებს მიუთითებს, მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2017 15:31

,,თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ინიცირებულ საკითხებს მიუთითებს, მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს”

მნიშვნელოვანი

  • "თუ გავითვალისწინებთ იმ ორ საკითხსაც, რაზეც ორი დღეა მსჯელობა მიდის, კონსტიტუცია იქნება კიდევ უფრო კარგი,"- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

სხვა სტატიები

“თუ გავითვალისწინებთ იმ ორ საკითხსაც, რაზეც ორი დღეა მსჯელობა მიდის, კონსტიტუცია იქნება კიდევ უფრო კარგი,”- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძემ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ დაძლევს მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს.

მდინარაძე ამბობს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე მოტივირებულ შენიშვნებს გააგზავნის, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს.

„ვენეციის კომისიამ თქვა, რომ კონსტიტუცია არის ძალიან კარგი, დადო პოზიტიური დასკვნა და თუ გავითვალისწინებთ იმ ორ საკითხსაც, რაზეც ორი დღეა მსჯელობა მიდის, კონსტიტუცია იქნება კიდევ უფრო კარგი. ოღონდ ეს მოხდა მესამე მოსმენის წინ და შეუძლებელი იყო ამის გათვალისწინება, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ინიცირებას ვაპირებთ და ამ ორი საკითხის იმგვარად გადაწყვეტას, როგორც შეთანხმება მოხდა ვენეციის კომისიასთან. ამ ეტაპზე პრეზიდენტს შეუძლია მოტივირებულ შენიშვნებში ეს ორი საკითხი მიუთითოს, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარალამენტო უმრავლესობისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ზუსტად ერთ საათში დაიწყება. მმართველი გუნდი და პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2017 15:31

Google სტატისტიკა


4,081
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics