თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ჭიაბერაშვილი სერგეენკოს მიმართავს

თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება პრეპარატები, რაც მოსახლეობას ყველაზე ძვირი უჯდება. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ვერც მოხდება პრეპარატების დაფინანსება, რადგან ეს უწყების ბიუჯეტში გადახარჯვას გამოიწვევს.

„მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის მანძილზე სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ამან არ შეამცირა ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფული ხარჯები. პირიქით, თუ შეადარებთ 2013–2014 წლის მონაცემებს, მათ დანახარჯი კატასტროფულად გაეზარდათ იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტს არ ფარავს, სწორედ მედიკამენტი არის ძალიან დიდი ტვირთი მოქალაქეებისთვის.

“რასაც ბატონმა დავითმა უპასუხა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამით, იმ ფონზე როგორც არის მედიკამენტების ფასი გაზრდილი, ნაკლებ სავარაუდოა რომ ამ ცალკე არსებულმა პროგრამამ უპასუხოს რაც ქვეყანაში ხდება. გამოსავალი იქნებოდა მედიკამენტი ჩავრთოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,ოღონდ ამას ვერ აკეთებს ბატონი დავითი, რადგან შეუძლებელი იქნება დღევანდელი სისტემით ხარჯების ყაირათიანი ხარჯვა.ჩვენ თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით შედეგები არ გვექნება,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – შინაარსობრივი მსჯელობის ნაცვლად, მოვისმინეთ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია
შემდეგი სტატია,, ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება”