“თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, ფოჩები მაინც შეფუთონ” – უსუფაშვილი კალაძეს პასუხობს

“ვაჭრუკანული წინადადება” – ასე ეხმაურება დავით უსუფაშვილი მმართველი პარტიის შემოთავაზებვას, რომლის მიხედვითაც 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს.

“მე მგონია, პოლიტიკაში ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დასაცავია ღირსება. “ქართული ოცნება” სჯობს დაუფიქრდეს ამ თავისი ბოლო წინადადების საკითხს და საკუთარი ღირსების ჭრილში გაატაროს, ჩემს ღირსებაზე ნუ ილაპარაკებენ. იმიტომ, რომ თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, მაშინ იქნებ ეს ფოჩები კარგად მაინც შეფუთონ იმიტომ რომ, უყურეთ: “ყველა “ნაცები” არიან, ვინც “ოცნებას” არ ეთანხმება და ვინც “ნაცი” არ იქნება, ჩვენ მას მივეხმარებით, არჩევნებში არ დავუყენებთ კანდიდატსო”. ასეთი ვაჭრუკანული წინადადებების იქით ვერ მიდის “ოცნება” და ეს არის სწორედ უბედურება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება, ჩავშლით
შემდეგი სტატიარატომ გაანეიტრალეს იოსებ ოხანაშვილი და დეკანოზი გიორგი მამალაძე? ისინი ხომ პატრიარქის ყველაზე უფრო უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ