თუ ფასეულობების გადარჩენა უნდა, დაბრუნდეს და ლარი გადაარჩინოს-თორნიკე შარაშენიძე კვირიკაშვილის განცხადებაზე

თუ კვირიკაშვილს ფასეულობების გადარჩენა სურს, დაბრუნდეს და ლარი გადაარჩინოს, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას

„თუ გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ ის ფასეულობები, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი, გადასარჩენია, დაბრუნდეს და გადაარჩინოს, ლარი გაამყაროს. მისი პრემიერობის დროს ლარი უფრო მყარი იყო. საერთოდ, ფასეულობები დგას მატერიალზე – ჯერ კუჭი, მერე ფასეულობა. ასეთი იქნება ჩემი რჩევა. იმ ფასეულობების გადარჩენაში წვლილის შეტანა თუ უნდა, გადაარჩინოს ლარი. ხალხი იხოცება შიმშილით, ფასეულობებს კი ვერ შეჭამენ“, – განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას“, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშისენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიააქცია „არა ნაციზმს“ დასრულდა