,,თუ პარლამენტი დეპუტატების 9-კაციანი ჯგუფის ინიციატივას დაამტკიცებს, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეებმა დეპუტატების 9-კაციანი ჯგუფის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

თუმცა, გვრიტიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი, კანონად არ იქცევა.

„მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, რადგან პარლამენტში მაღალი კვალიფიკაციის იურისტები არიან და კარგად ესმით, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა, მაგრამ სხვა გზა თუ არ დაგვრჩება, სასამართლო კორპუსი იფიქრებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე”,-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – ვიხილეთ მცდელობა, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის
შემდეგი სტატია,,ეროვნული გამოცდების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, საგნები და უნარები ცენტრალიზებულ გამოცდაში გაერთიანდეს”