თუ ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, გვაქვს იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე, ოპოზიციის მომავალ გეგმებსა და საერთო ამოცანებზე საუბრობს.
ბობოხიძის თქმით, საერთო ამოცანა უცვლელი რჩება, რომ ოპოზიციამ საერთო ძალებით უნდა დაამრაცხოს ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ თუ საპარლამენტო ოპოზიცია დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოპოზიციას შეუძლია მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს არა შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე.
„საერთო ამოცანა უცვლელია, ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თუ ქართული ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს იმის საფუძველი უკვე, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, ანუ მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე,“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი: პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი
შემდეგი სტატია“ლიტერას” პრემიის კონკურსს წულუკიანის გამო კიდევ ერთი კონკურსანტი, დიზაინერი ნატალია ავალიანი გამოეთიშა