თუ ოპოზიცია ამბობს, რომ აშშ-ს საელჩომ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან ამორიცხა, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მოუხდენია – მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ რეალურია – დავითულიანი

თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის საელჩომ ამორიცხა კონკრეტული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მოუხდენია – მე არ მჯერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა კანონით არის აკრძალული და ოპოზიცია საელჩოს ბრალს სდებს მის დარღვევაში.

„მოსამართლე როცა კონკრეტულ საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრისგან და დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ კანონზე და შინაგან ხმაზე, რომ გამოიტანს დასკვნას, რასაც სინდისი კარნახობს კანონთან ერთად. თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის საელჩომ ამორიცხა კონკრეტულო გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მიუხდენია და მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ რეალურია. კანონით არის აკრძალული ზეწოლა მოსამართლეზე გადაწყვეტილების მიღებისას, ესე იგი, ოპოზიცია ბრალს სდებს ამერიკის საელჩოს, რომ მან დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ამიტომ უხერხულობას ქმნის ეს ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიანუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და დაბომბილი დავინახო – რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით – ელისაშვილი