თუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს – ბესელია

„ამ სახით და ამ ფორმით შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ იქ ვიქნებოდი და არ წამოვიდოდი,“-ამის შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა. ის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან გარდა ენმ-სა. ეკა ბესელიას თქმით, იმ შემადგენლობასთან, რომელიც ახლა ჰყავს “ქართულ ოცნებას,” ის თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავს.

„დღეს ამ გადასახედით ეს პოლიტიკური ძალა არათუ უმრავლესობას ვერ აიღებს, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ამიტომ მან უნდა გადახედოს ჯერ საკუთარ პოზიციებს და უნდა ვნახოთ რა სახით, რა შემადგენლობით, რა მოცემულობით წარდგება მომავალ პარლამენტში. თუ პირობითად ეს ხალხი არ იქნება ვინც არის ახლა პარლამენტში, მაგრამ თუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიროგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თავს – ივანიშვილი საპროტესტო აქციებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაშეშინებულები არიან- აქციის მონაწილეები ივანიშვილს პასუხობენ