თუ ოდნავ მაინც შერჩა პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა, მან შეწყალებაზე უნდა ისაუბროს – კილაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე საუბრობს

პრეზიდენტის მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზე დაიწყება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლო ანგარიშს წარადგენს.

უცნობია, გიორგი მარგველაშვილი კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრებს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გიორგი მარგველაშვილის მოხსენებაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოხვდა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან მწვავე დებატებისთვის ემზადება. საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ უმრავლესობა დებატებზე პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს და მასზე შტურმს მიიტანს.

საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე განაცხადეს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი კითხვა, შეწყალებების საკითხს აუცილებლად შეეხება, თუმცა უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე მოხსენებაშივე უნდა ისაუბროს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ თუ ოდნავ მაინც შერჩა პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა, მან შეწყალებაზე უნდა ისაუბროს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება
შემდეგი სტატიამედიკამენტების კონტრაბანდის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს