თუ ოცნება ნაბიჯებს არ გადადგამს, პარლამენტში საქმიანობა ამ რეჟიმში ვერ გაგრძელდება – ლელო

ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია ლელოს განცხადებით, თუ 3 ივლისამდე ქართული ოცნება ნაბიჯებს არ გადადგამს – პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მათი საპარლამენტო საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.

“მივმართავთ ქართულ ოცნებას ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.

აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ქართული ოცნება უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ლელო მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ლელო აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას.

“თუ პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის
შემდეგი სტატიაუნდა მოხდეს დეოლიგარქიზაციის თემის დეპოლიტიზირება – არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ოლიგარქად შეფასდეს, ხოლო მისი მმართველობა – ოლიგარქიულ მმართველობად – ვოლსკი