21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“თუ ნიკოლ ფაშინიანი არ წავა, ეს ძალიან ცუდად დასრულდება”- ქოჩარიანი

“თუ ნიკოლ ფაშინიანი არ წავა, ეს ძალიან ცუდად დასრულდება”,_ აღნიშნული განცხადება  სომხეთის მეორე პრეზიდენტმა, პრო-რუსმა პოლიტიკოსმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბლოკ სომხეთის ალიანსიდან რობერტ ქოჩარიანმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00-ზე გაიხსნა და 20:00-ზე დაიხურება. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პრორუსმა ოლიგარქმა, პარტია ძლიერი სომხეთის ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა და სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმაც. სოციალური კვლევების მიხედვით, ფაშინიანის პარტია სამოქალაქო კონტრაქტს მოსახლეობის 32%-იანი მხარდაჭერა აქვს. საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი იღებს მონაწილეობას. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 14.48%-ია, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 2.5%-ით მეტია.

banner
წინა სტატიაშიკოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა