29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“თუ მუდმივად იქნება ლანძღვა სააკაშვილზე, რას ემსახურება ეს ერთობა?”- პეტრე ცისკარიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიას ოპზიციის ალიანსი ოფიციალურად არ დაუტოვებია, თუმცა შიდა ფორმატმა აზრი დაკარგა.

“ალიანსის იდეა კონსოლიდაცია იყო, თუმცა შიგნით თუ მუდმივად იქნება „ლანძღვა-გინება, ქილიკი და თავდასხმა“ ციხეში მყოფ ლიდერზე, გაუგებარია, რას ემსახურება ეს ერთობა.

ალიანსიდან შესვლა-გამოსვლაზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით. ამ მომენტისთვის კონკრეტული მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა“,_ ამბობს ცისკარიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება არაკორექტულია”- პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა 47.3 მილიონ ლარად 595 ახალ ავტომობილს ყიდულობს