“თუ მთავარ პროკურორს კვლავ წულუკიანი წარადგენს, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი”

თუ მთავარ პროკურორს კვლავ მოქმედი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი – აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოქმედი იუსტიციცის მინისტრის პირობებში არც მთავარი პროკურორის წარდგენის წესი ცვლილებას აქვს აზრი:

„მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მთავარ პროკურორობის კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. არცთუ დიდი ხნის წინ ძალიან ფართო ჯგუფი ითხოვდა იუსტიციის მინისტრის გადადგომას. ეს არის მინისტრი, რომელმაც ვერც ერთი რეფორმა წარმატებით ვერ გაატარა. ის არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ბევრ წარუმატებელ პროცესზე. ხელისუფლებამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს და თეა წულუკიანი არ უნდა იყოს პროცესში ჩართული, თუ ის წარადგენს მთავარ პროკურორს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა