თუ მსოფლიოში ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია – მარიუპოლის მერის მრჩეველი

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე ინტენსიური შეტევები გრძელდება. მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ამბობს, რომ “თუ მსოფლიოში ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია”.

ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ უბნებს “გაფრთხილების გარეშე სასწრაფოდ დამოუკიდებლად მოუწიათ ევაკუაცია”. მისივე თქმით, უწყვეტი დაბომბვა მიმდინარეობდა ღამის განმავლობაშიც.

“მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა”, – თქვა მან.

ოთხშაბათს “აზვოსტალის” ქარხანაში მყოფმა უკრაინელმა მებრძოლებმა თქვეს, რომ ოკუპანტებმა პერიმეტრი გარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ქარხანას ამ დრომდე აფარებს თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

banner
წინა სტატიაშიჟვანიას ქუჩაზე სკვერი ეწყობა
შემდეგი სტატიაკრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა