თუ მშვიდობას უჭერთ მხარს, მხარს უჭერთ უკრაინას, თუ მხარს უჭერთ ომს, რა თქმა უნდა, თქვენ გამონახავთ რაიმე სახის ურთიერთგაგებას რუსეთთან – ზელენსკი

მსოფლიომ დღეს რუსეთი თავის საზღვრებთან უნდა დააბრუნოს და არა მასთან ურთიერთგაგებას ეცადოს, რადგან მხოლოდ სიტყვებით ვერავინ დააშოშმინებს რუსეთის ხელმძღვანელობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზიის უსაფრთხოების სამიტზე Shangri-La Dialogue-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაშოშმინება აღარ შეიძლება. ამისთვის უკვე გვიანია. მათთან ყოველდღიურად საუბარი, კონკრეტული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესება – ეს ყველაფერი უფრო ადრე, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე უნდა გაკეთებულიყო. დღეს არ არსებობს „ნაცრისფერი“ ზონა, დღეს არსებობს მხოლოდ მხარდაჭერა. თუ მშვიდობას უჭერთ მხარს, მხარს უჭერთ უკრაინას, თუ მხარს უჭერთ ომს, რა თქმა უნდა, თქვენ გამონახავთ რაიმე სახის ურთიერთგაგებას რუსეთის ფედერაციასთან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა რუსეთის საზღვრების გადაკვეთას არ აპირებს.

“უკრაინა თავის მიწაზეა. უკრაინაში შორს წასვლა ნიშნავს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ არ გვაქვს ასეთი გეგმები. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონს, ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ომი ჩვენს მიწაზეა. ხალხი ჩვენს ტერიტორიაზე და ამიტომაც ვახორციელებთ რუსეთზე ზეწოლას ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება მაგალითი უნდა გახდეს მთელი მსოფლიოსთვის, რომ საჭიროა პრევენციული სანქციების დაწესება და ომის თავიდან ასაცილებლად სხვა ნაბიჯების გადადგმა.

“რადგან ომს მსოფლიოში პოზიტივი არ მოაქვს. ამით არავინ სარგებლობს, გარდა ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერისა, რომელთა ამბიციები ყოველდღიურად იზრდება მათი პოლიტიკური მადის გამო”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული გიორგი გრიგოლია აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიაიარაღი გვეწურება, აშშ-სა და ევროპის დახმარება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – კიმი